თურქეთში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის ნებართვების გაცემა 13 სექტემბერს დაიწყება

  • სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის (სპეციალური) ნებართვების გაცემა დაიწყება 13 სექტემბერს, დილის 9.00 საათიდან – სააგენტოს თბილისის, ბათუმისა და ფოთის ოფისებიდან. ხოლო, რაც შეეხება მე – 3 ქვეყანაში/ მე – 3 ქვეყნიდან გადაზიდვის თურქეთის რესპუბლიკის ნებართვებს, მათი გაცემა დაიწყება, ასევე ერთდროულად, 20 სექტემბერს, დილის 9.00 სთ – დან, სააგენტოს სამივე ოფისიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *