ფოთში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ორჯერ გაზრდილია

  • ქალაქ ფოთში კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ცენტრებში, მოქალაქეთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება, მათ შორის არიან საპენსიო ასაკის მოქალაქეები. ვაქცინაციას სპროცესის წახალისებასთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივების ამოქმედების შემდეგ ქალაქში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა.

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი გაეცნო. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ პენსიონერებისთვის დაანონსებული წამახალისებელი ფულადი ჯილდო მოტივაცია აღმოჩნდა უამრავი ადამიანისთვის, რომლებმაც აცრის პუნქტებს მიაკითხეს.

ფოთში, იმუნიზაციის ხუთივე ცენტრში აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელია. გარდა ამისა, კეთდება ე.წ. “ბუსტერ” დოზები და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრები.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს, მიიღებს 60 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. დანამატი გაიცემა, პირველი აცრის გაკეთების შემდეგ. თანხა პენსიონერს, „ლიბერთი ბანკში“ საკუთარ ანგარიშზე ერიცხება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *