ფოთში კრატასიუკისა და არაგვისპირელის ქუჩებზე მინი სპორტული მოედნების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დასრულდა

  • ქალაქ ფოთში კრატასიუკისა და არაგვისპირელის ქუჩებზე მინი სპორტული მოედნების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დასრულდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა დაზიანებული ლითონის ბადეები, მოეწყო და დაიხაზა მოედნის კომბინირებული საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი, შეიღება ლითონის კონსტრუქციები, მოეწყო ელექტრო განათების სისტემა.

უწყების ცნობით, სამუშაოები კომპანია შპს „სტარტ პლიუსი“ განახორციელა და იგი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *