ფოთში მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა

  • ფოთში, „ცენტრალური საავადმყოფო- ბომონდში“ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთში ვაქცინაციის პროცესში 5 ამცრელი ბრიგადაა ჩართული.

აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება („ფაიზერი“ , „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“).

მასობრივი ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე ნიკოლოზ იზორია და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტისა და ტურიზმის სამსახურის თანამშრომლები და ამ სექტორში დასაქმებულები აიცრნენ.

ვაქცინაციის პროცესს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო. ქალაქის მერის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია შევაჩეროთ და შვებრძოლოთ პანდემიის გავრცელებას, ამავდროულად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და მის შემდგომ ზრდას.

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22 ან და 144 – 3

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *