ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები დაიწყო

  • ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობას; საინჟინრო (ჰიდროტექნიკური) ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაციას. ტერიტორიის გამწვანება-კეთილმოწყობას. მისასვლელი გზების და სანიაღვრე არხების მოწყობას. ღობეების რეაბილიტაციას.

უწყების ცნობით, კუნძულის სანაპირო ზოლზე მოეწყობა დაღუპულ მეზღვაურთა მონუმენტი.

სამუშაოების ღირებულება 2 560 000 ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *