26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ფოთში

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ფოთში, ცენტრალურ მოედანზე, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება.

იხილეთ ღონისძიებების პროგრამა:

12:00-19:00 – საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;

12:00 – 19:00 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ინსტალაციები: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის სტენდი – წრიული ექსპოზიცია, 26 მაისის ინსტალაცია, იალქნები

12:00 – 19:00 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოფენო და ინტერაქტიული სტენდები: საპასპორტო კონტროლი, შსს აკადემიის გამოფენა და ტირის სროლა სამიზნეში, მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო სტენდი და მართვის მოწმობის აღების სიმულაცია, 112-ის სიცოცხლის ზარი, საექსპერტო -კრიმინალისტიკური ექსპერიმენტის სივრცე, დაცვის პოლიციის „დაცული ქალაქის“ იმიტაცია-საბავშვო-გასართობი სივრცე, საპატრულო პოლიციის -„ჭკვიანი ქალაქის“ სათამაშო მოედანი, საგანგებო სიტუაციები – საცოცი კედელი, საზღვაო აკადემიის ინტერაქტიული ინსტალაციები, სასაზღვრო აკადემიის „არგონავტების ნავი და საინფორმაციო კონსოლები (ქვიშის სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის).

12:00 – 19:00 საბავშვო გასართობი აქტივობები: საბავშვო გასართობი აქტივობები: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, შემეცნებითი აქტივობები, კონკურსები, მხიარული სტარტები, ვორქშოპები, დრამების მარში, თიხის მასტერკლასი

12:00 – 19:00 საზღვაო აკადემიის სივრცე: თემატური ინსტალაციები, შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები

12:00 – 19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

12:00 – 19:00 კვებისა და ტკბილეულის სივრცე

12:30 – 13:00 საზღვაო აკადემიის ბენდი “Ocean Drive”, ვაჟა აბესაძე, საზღვაო აკადემიის ახალი ბენდი

13:10 – 13:50 ოქროს მედალოსნების დაჯილდოება

14:00 – 16:30 ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი

17:10 – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

18:00 – 19:30 საზეიმო კონცერტი: ცისანა სეფიაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, გია ნიკოლაძე, კახა კუხიანიძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, „ქუჩის ბიჭები“.