სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებას, ახალი სათამაშოები გადაეცა

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ყველა სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებას, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ახალი სათამაშოები გადაეცა.

უწყების ცნობით, სათამაშოების შესყიდვის პროცესი განხორციელდა მოქმედი სააღმზრდელო მეთოდოლოგიისა და აღსაზრდელთა ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით.

“შეძენილი ინვენტარი სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან არის დამზადებული.

ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ბაგა-ბაღების სათამაშოებით შევსებისა და განახლების პროცესი მომდევნო სააღმზრდელო წელსაც გაგრძელდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.