ფოთის საჭადრაკო კლუბის 2026 წლის 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა გრან-პრის გათამაშებაში დაწინაურდნენ

  • 2026 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა ტურნირებში მიღებული ქულების ჯამის მიხედვით, ფოთის საჭადრაკო კლუბის 2026 წლის 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა გრან-პრის გათამაშებაში დაწინაურდნენ:

1 – გვასალია გაგა- 51,5 ქულა

2 – წულაია გიორგი – 47,25 ქულა

3 – ნარსია სანდრო – 45,25 ქულა

4 – შურღულაია ნინო – 36,25 ქულა

5 – ლიპარტია ნინო – 35,25 ქულა

შეგახსენებთ, ფოთის საჭადრაკო კლუბმა დაიწყო შიდა საკლუბო 2026 წლის გრან-პრის გათამაშება 8, 10 და 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. აღნიშნული გათამაშების მიზანია გამოვავლინოთ ქალაქის წლის საუკეთესო მოჭადრაკეები შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში. გათამაშება მოიცავს საკლუბო საჭადრაკო ლიგებს. ასევე, სხვა საქალაქო, რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებში მიღწეულ შედეგებს, საიდანაც თითოეული მონაწილე იღებს წინასწარ დადგენილ გარკვეულ ქულებს.

გრან-პრის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 2026 წლის ბოლოს სპეციალური პრიზებით და გამოცხადდებიან შესაბამის ასაკში ქალაქის წლის საუკეთესო მოჭადრაკეებად.

ინფორმაციას ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა” ავრცელებს