ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

  • ფოთში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, შეიქმნას და განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე ორიენტირებული ინიციატივები.

უწყების ცნობით, პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქ ფოთში ახალგაზრდების ინტერესებსა და გამოწვევებზე ორიენტირებული ​საქმიანობის განხორციელებას.

“ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის განსახორციელებლად, ფინანსური ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ასევე ქალაქ ფოთის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობებს სკოლის დირექციის მეშვეობით.

ჩაერთე კონკურსში და გამოგზავნე განაცხადი 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- cempsypoti@gmail.com ან მატერიალური სახით ​დაარეგისტრირონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (მისამართი​: ​ქ. ფოთი, აღმაშენებლის 12).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმები, იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/2d5vnknp