გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

  • ფოთში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად, დაზიანებულია ბალდას სათავე ნაგებობა. რის შედეგადაც, 20 ივნისის 14:00 საათიდან, 21 ივნისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ფოთისა და მიმდებარე სოფლების 23 000-მდე აბონენტს.

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის ტექნიკური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უმოკლეს დროში აღუდგეს.

24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 293 00 00. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.