- 17 ივლისს, 10:00 საათიდან, ფოთში უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია გაიმართება.
აქციის ფარგლებში ფოთის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სრულიად უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი გამოკვლევები:
- ძუძუს კიბოს სკრინინგი;
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
- პროსტატის კიბოს სკრინინგი;
- სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი;
- B და C ჰეპატიტების კვლევა;
- აივ ინფექციის ტესტირება;
- ჰიპერტენზიის სკრინინგი;.
მისამართი: ფოთის ჰოსპიტალი, გურიის ქ. №171.
უფასო სკრინინგის აქცია ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.

