ე.წ. კუნძულის სანაპირო ზოლის ნაპირაღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული გამოწვევა, რაც ნაპირის წარეცხვას და ზღვის მიერ სანაპირო ზოლის მიტაცებას იწვევდა, გვარდება.

უწყების ცნობით, ე.წ. კუნძულის სანაპირო ზოლის (კუნძული დიდის) ნაპირდაცვითი/ნაპირაღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ღირებულება 8 900 809 ლარს შეადგენს.

“სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია.

სანაპირო ზოლზე მიმდინარე ნაპირაღდგენითი სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მისმა მოადგილემ დავით კუხალეიშვილმა, ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ დაათვალიერეს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.