ფოთმა, დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა

  • 24-25 ივნისს, ფოთმა, საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო საქართველოს და მეზობელი ქვეყნების 20 -ზე მეტმა პროფესიონალმა მრბოლელმა.

პირველი ადგილი ნოდო კოდუამ მოიპოვა, რომელიც ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.