ფოთში “მუსიკალური საღამო” გაიმართა

  • ფოთში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით “მუსიკალური საღამო” გაიმართა. ცენტრალურ პარკში მოეწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები, პავილიონებში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.

ღონისძიება ღამის შოუს ბენდის კონცერტით დასრულდა.

ფოთში გამართულ “მუსიკალურ საღამოს” სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, ფოთის მერთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პარლამენტის წევრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.