ფოთ​ში, საზაფხულო ბაღი ამოქმედდა

  • სკოლამდელი-სააღმზრდელო გაერთიანების აღსაზრდელებს ზაფხულის პერიოდში #16 საბავშვო ბაღ​ი უმასპინძლებს.​

​აღსაზრდელთა მიღება რეგისტრაციის საფუძველზე განხორციელდა. საზაფხულო ბაღში ბავშვ​ების ჩარიცხვის სურვილი, 200-მდე აღსაზრდელის მშობელმა გამოთქვა.

ფოთის მერის მოადგილე ლექსო თოდუა​, სკოლამდელი-სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად, ბაღში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო.

​საზაფხულო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეიდან დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.