ფოთში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა

  • ფოთში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდა ქალაქის ქუჩები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, პარკის ტერიტორია, წყალსატევები.

მწერების გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაოები, უსაფრთხოების წესების დაცვით, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდა.

ქიმიური დეზინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ეკოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდით – ,,სოლფაკით” მიმდინარეობს.