26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ფოთში

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ფოთში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება.

“საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფოთში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

იხილეთ ღონისძიებების პროგრამა:

13:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

13:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

13:00-19:00ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სივრცე: შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, საგამოფენო სივ რცეები;

13:15-15:30 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების და ანსამბლების კონცერტი;

13:00/15:30/17:00 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;

13:00-18:00 საბავშვო გასართობი აქტივობები: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, შემეცნებითი აქტივობები, კონკურსები, არქეოლოგიური გათხრა, გიგანტური გასაფერადებელი, მხიარული სტარტები;

13:00-19:30 კვებისა და ტკბილეულის სივრცე, დეგუსტაციები;

13:00 – 19:00 ციფრული მმართველობის სააგენტოს კუთხე, ციფრული თამაშები;

13:00-19:30 საქართველოს ეროვნული არქივის უნიკალური მასალების გამოფენა “რაც გვეამაყება და გვაერთიანებს”, “უცნობი ფაქტები ფოთზე” , “ფოთი პირველი ევროპული ქალაქი”, “სპორტი”;

14:00 / 16:00 თოჯინების თეატრის წარმოდგენები;

14:30/16:30 თითების თეატრის წარმოდგენა;

15:00 თეატრალური წარმოდგენა “არგონავტები”

17:15 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ანსამბლი “დიდგორი”

17:45 -19:15 ნუკრი კაპანაძე, ბესო კალანდაძე, ნათია პერანიძე, მაგდა ნიკოლკეიშვილი, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე, დავით არჩვაძე, ანსამბლი „დიდგორი“, „ჩვენი კვარტეტი“; წამყვანი – ჯანო იზორია