26 მაისი ფოთში

  • ფოთის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.

მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემზადებინათ 26 მაისის სამახსოვრო პასპორტი. ენახათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამზომველების ტექნიკა და სამუშაო აღჭურვილობა. შეეძლით კიბერთამაშების სივრცე ენახათ.

17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა ანსამბლმა „დიდგორი“.

17:45 საათზე დაიწყო დასკვნითი კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ: ნუკრი კაპანაძე, ბესო კალანდაძე, ნათია პერანიძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე, დავით არჩვაძე, ანსამბლი „დიდგორი“, „ჩვენი კვარტეტი“. ღონისძიების წამყვანი – ჯანო იზორია გახლდათ.

ფოთში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მიმდინარეობდა.

ფოტო: ფოთის მერია