400 ბავშვს პირველადი საჭიროების კალათები გადაეცა საჩუქრად

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში​, 400 ბავშვს პირველადი საჭიროების კალათები გადაეცა საჩუქრად.

​უწყების ცნობით, სასაჩუქრე კალათები ქალაქში მცხოვრებ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს, ა(ა)იპ ბავშვთა ცენტრის და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს გადაეცა.​ ​კ​ალათი​ მოიცავს ბავშვებისთვის საჭირო საბაზისო ჰიგიენურ ნივთებს და საკანცელარიო ინვენტარს.

საქველმოქმედო კამპანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ​უ​რთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

კამპანიის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური, ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება და წითელი ჯვრის ადგილობრივი მოხალისეები.