- ფოთის სერვისების ცენტრის ინფორმაციით, მალთაყვის ზღვის სანაპირო ზოლზე დასუფთავების სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ა(ა)იპ “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის” თანამშრომლები ტერიტორიას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ზღვის ნატანისგან ასუფთავებენ. რათა დამსვენებლებისთვის გარემო უფრო კომფორტული და მოწესრიგებული იყოს.

