17 ივლისს, ფოთში უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია გაიმართება

  • 17 ივლისს, 10:00 საათიდან, ფოთში უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია გაიმართება.

აქციის ფარგლებში ფოთის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სრულიად უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი გამოკვლევები:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
  • პროსტატის კიბოს სკრინინგი;
  • სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი;
  • B და C ჰეპატიტების კვლევა;
  • აივ ინფექციის ტესტირება;
  • ჰიპერტენზიის სკრინინგი;.

მისამართი: ფოთის ჰოსპიტალი, გურიის ქ. №171.

უფასო სკრინინგის აქცია ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.