- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მალთაყვის სანაპიროზე დასრულდა ფოთის ღია პირველობა აფროსნობაში.
შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ფოთის, ბათუმის და თბილისის საიალქნო კლუბები მონაწილეობდნენ.
ფოთის აფროსანთა კლუბის სპორტსმენების შედეგები:
OPTIMIST – საერთო ჩათვლა
ემილია ჯაიანი – ბრინჯაოს მედალი;
OPTIMIST – გოგონები
ემილია ჯაიანი – ვერცხლის მედალი;
ILCA 4 – საერთო ჩათვლა
დემეტრე დანელია – ვერცხლის მედალი;
ILCA 6
ზურაბ ჯაიანი – ვერცხლის მედალი;
ILCA 6 – გოგონები
ბარბარე ბჟალავა – ვერცხლის მედალი.

