მალთაყვის სანაპიროზე დასრულდა ფოთის ღია პირველობა აფროსნობაში

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მალთაყვის სანაპიროზე დასრულდა ფოთის ღია პირველობა აფროსნობაში.

შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ფოთის, ბათუმის და თბილისის საიალქნო კლუბები მონაწილეობდნენ.

ფოთის აფროსანთა კლუბის სპორტსმენების შედეგები:

OPTIMIST – საერთო ჩათვლა

ემილია ჯაიანი – ბრინჯაოს მედალი;

OPTIMIST – გოგონები

ემილია ჯაიანი – ვერცხლის მედალი;

ILCA 4 – საერთო ჩათვლა

დემეტრე დანელია – ვერცხლის მედალი;

ILCA 6

ზურაბ ჯაიანი – ვერცხლის მედალი;

ILCA 6 – გოგონები

ბარბარე ბჟალავა – ვერცხლის მედალი.