გიორგი წულაია საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულია

  • 8 წლის ფოთელი მოჭადრაკე, გიორგი წულაია საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია.

ფოთის სპორტის და ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, გიორგიმ 9 შესაძლებლიდან 8.5 ქულა მოიპოვა და 8 წლამდელთა ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

ინფორმაციისთვის: საერთაშორისო ფესტივალზე 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს და მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარია