მერია: ფოთის საცურაო კომპლექსში 350 ბავშვი ცურვას სრულიად უფასოდ ეუფლება

  • ფოთის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, ფოთის საცურაო კომპლექსში 350 ბავშვი ცურვას სრულიად უფასოდ ეუფლება.

​ცურვის შემსწავლელ ფესტივალ​ზე ქალაქში მცხოვრები 5 -დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებ​ი მონაწილეობენ.

​ფოთელი ბავშვებისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, წყალბურთის კლუბ ,,დინამო ​თბილისის” აკადემიის მწვრთნელები წარმართავენ​ ცურვის შემსწავლელ პროგრამას. ფესტივალის ფარგლებში, გადამზადდებიან ადგილობრივი მწვრთნელები, რომლებიც სავარჯიშო პროცესში ჩაერთვებიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. მოზარდებს ცურვის გაკვეთილები კვირაში 3-ჯერ უტარდებათ.

პროექტი​, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, წყალბურთის კლუბ “დინამო თბილისის” და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. ცურვის შემსწავლელი ფესტივალი 19 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.