მერია – 29 ივლისიდან ფოთში სპორტული კომპლექსი დაიწყებს ფუნქციონირებას

  • 15 ივლისიდან, 10 დღის განმავლობაში, სპორტული კომპლექსი, ​პირველ ღონისძიებას – ​საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს.​ ​ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები. სპორტული კომპლექსი​ს ყველა სივრცე​ ​ადაპტირებული​ა​​.​

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით​, კომპლექსი აღიჭურვა ავეჯით, ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სპორტული კომპლექსის შენობა, ქალაქს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა.

პროექტის საერთო ღირებულება 14,5 მილიონ ლარს შეადგენს.