ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება

  • ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ვაგრძელებთ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ულამაზესი არქიტექტურული ნაგებობის აღდგენის სამუშაოებს. განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ, ისტორიულ ძეგლს ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდება,” -განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

მერიის ცნობით, ყოფილი უშიშროების შენობა, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა და მისი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, ფოთის სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.