საბა ხვიჩავა მძლეოსნობაში აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

  • ფოთელი საბა ხვიჩავა მძლეოსნობაში აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია.

აშშ-ში, ნებრასკას შტატის ქალაქ ლინკონში გამართულ მძლეოსნობის ღია ჩემპიონატში, სადაც მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა შტატის დივიზიონების უნივერსიტეტები იღებდნენ, გამარჯვება და პირველი ადგილი საბა ხვიჩავამ მოიპოვა.

ერთ მილ დისტანციაზე 4:16.08 წუთში გარბენით ფოთელმა სპორტსმენმა საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა.