სერგი დანელიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება-მერია

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სერგი დანელიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება.

პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები. ტროტუარზე დაიგო ქვაფენილი.

განხორციელდება გზის მონიშვნის სამუშაოები.