ფოთელმა სამბისტმა ელიზბარ თურქიამ ოქროს მედალი მოიპოვა

  • კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, ჭიდაობა სამბოში ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ფოთელმა ელიზბარ ( ჯაბა) თურქიამ ოქროს მედალი მოიპოვა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მან ფინალურ ორთაბრძოლაში რუსი მოჭიდავე 4:1 ქულით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.