ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების შესახებ ინიციატივა წარადგინა

  • საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, პირველი მოსმენით წარადგინა საპორტო ქალაქებში ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცვლილების შედეგად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საპორტო ქალაქებში საშუალება ექნებათ დააწესონ ადგილობრივი მოსაკრებელი, რომელიც განისაზღვრება საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულ ერთ კონტეინერზე არაუმეტეს 30 ლარის ოდენობით.

ინფორმაციის თანახმად, ფოთში ტვირთბრუნვის რიცხვი გაზრდილია და პორტის გაფართოებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. ინიციატივის მხარდაჭერა ქალაქის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდაზე აისახება.