ფოთის პარკი 1 ივნისიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას

  • ქალაქის ცენტრალური პარკი, 1 ივნისიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას. პარკში, ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი ადგილი, სადაც მათ ექნებათ დასვენების და გართობის შესაძლებლობა.

დასრულდება ავტოდრომის და შადრევნის მოწყობის სამუშაოები. ასევე გასართობ სივრცეს დაემატება მაგიდის ჩოგბურთი. მიმდინარეობს მწვანე საფარის განახლება და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ყვავილები.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონები, ორშაბათის გარდა, ყოველდღე მოემსახურება სტუმრებს.

პარკის მთელ ტერიტორიაზე განთავსდება ხმის გამაძლიერებელი ფონური მუსიკისთვის. ივნისის შუა რიცხვებიდან, პარკის სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ უფასო WI-FI-ით და ასევე დამონტაჟდება ვიდეო სათვალთვალო კამერები.

ეტაპობრივად, ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიხსნება ახალი სივრცეები.