ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში ფუნქციონირება დაიწყო დიალიზის ცენტრმა

  • ფოთის ცენტრალური საავადმყოფო-ბომონდში“ ფუნქციონირება დაიწყო დიალიზის ცენტრმა. თანამედროვე აპარატურითა და მაღალკვალიფიციური მედპერსონალით აღჭურვილი ცენტრი, ფოთისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას მოემსახურება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც დიალიზის გეგმიური პროცედურის ჩატარება ესაჭიროებათ, აღნიშნული პროცედურისთვის სხვადასხვა ქალაქში უწევდათ სიარული.

„ფოთის ცენტრალური სავადმყოფოში – ბომონდი”, უკვე რამდენიმე თვეა, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სამეანო-ნეონატოლოგიური და გინეკოლოგიური განყოფილებები. ახალშობილთა შუალედური მოვლის ინტენსიური პალატა, ქალთა კონსულტაცია, ამბულატორიული სამსახური და თანამედროვე დონის ლაბორატორია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, სრულყოფილ მომსახურებას უწევს საჭიროების მქონე პირებს. კლინიკაში მოწყობილია რადიოლოგიური დეპარტამენტი, დამონტაჟდა თანამედროვე აპარატურა ციფრული რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *