ფოთი “თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის მქონე” მუნიციპალიტეტად დასახელდა

  • ქალაქი ფოთი “თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის მქონე” მუნიციპალიტეტად დასახელდა.

პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა ღონისძიება – „2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და მათი სამომავლო თანამშრომლობის წახალისება.

დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროფესიული კოლეჯებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და შეაჯამეს აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოს განხორციელებული აქტივობები.

თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტებია – ქალაქი ფოთი, ქალაქი ქუთაისი , ქედა, შუახევი, ოზურგეთი, ლანჩხუთი და მათი პარტნიორი კოლეჯები – სსიპ კოლეჯი „ბლექსი“, სსიპ კოლეჯი „ჰორიზონტი“, სსიპ კოლეჯი „იბერია“ და სსიპ კოლეჯი „ფაზისი“.

„წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2023“ კოლეჯი „ბლექსი“ გახდა ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პროექტით.

ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს