ფოთი “პალიტრა ფოთი 2023”-ს მასპინძლობს

  • ქალაქი ფოთი, საერთაშორისო პლენერს “პალიტრა ფოთი 2023”-ს მასპინძლობს.

პლენერი, სამხატვრო სასწავლებელში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მონაწილე უცხოელი და ქართველი მხატვრები ერთი კვირის მანძილზე შექმნიან ფერწერულ ტილოებს, რომელებიც ფოთის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში განთავსდება.

ფოთის მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო პლენერი ფოთში უკვე მეორედ იმართება. პროექტის მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. ქართველ მხატვრებს აქვთ საშუალება უცხოელ კოლეგებთან ერთად იმუშაონ, გაიზიარონ შემოქმედებითი სიახლეები და გაეცნონ თანამედროვე მხატვრობაში არსებულ ტენდენციებს.

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი.