ფოთში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.

ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები!

საკონკურსო პროექტების სამიზნე ჯგუფია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები.

უწყების ცნობით, პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის განვითარებას და ფოთელი ახალგაზრდების ინტერესების დაკმაყოფილებას.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- cempsypoti@gmail.com.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმები, იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/3jf9573y