ფოთში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

  • ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ კონკურსში, წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები და მოიპოვონ დაფინანსება.

ახალგაზრდებისთვის/მოზარდებისთვის/ ბავშვებისთვის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.

ჩაერთე კონკურსში და გამოგზავნე განაცხადი!

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2026 წლის18 მაისიდან.

საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 13 ივლისი, 17:00 საათი.

პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის​ წახალისებასა და გაძლიერებას ქალაქ ფოთში.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- poti.youth@gmail.com ან მატერიალური სახით ​დაარეგისტრირონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (მისამართი​: ​ქ. ფოთი, აღმაშენებლის 12) .

საკონტაქტო ტელეფონი: 591 41 75 24.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმები, იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/5hcduux2

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს