ფოთში გადატვირთვის სარგინიგზო პროექტის მშენებლობა წარმატებით დასრულდა-აშშ საელჩო

  • მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ფოთში გადატვირთვის სარგინიგზო პროექტის მშენებლობა წარმატებით დასრულდა,-ამის შესახებ აშშ-ის საელჩო საქართველოში წერს თავის ფეისბუქგვერდზე.

“გადატვირთვის პუნქტი დაეხმარება საქართველოს მასშტაბური წვრთნების მასპინძლობასა და საჭირო აღჭურვილობის გადატანაში. ამ საკვანძო პროექტზე მხარდამხარ ვმუშაობდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. აშშ-ის მხრიდან მშენებლობაში ჩართული იყო სამხედრო-საზღვაო ძალების 133-ე სამშენებლო ბატალიონი”.