- საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, „დრაგონ ბოათის ევროპის თასზე“ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს.
ფოთში „დრაგონ ბოათის ევროპის თასი’’ გაიმართა, რომელზეც 10 ქვეყნის 300-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა U24 open და premier open mixed boat-ში ოქროს მედლები მოიპოვა, Premier open small boat-ში კი – ბრინჯაოს მედალი, ხოლო ფოთის გუნდი U24 open-ში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა..
„დრაგონ ბოათის ევროპის თასი’’ გასულ წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა.

