ფოთში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა ფოთის მკვიდრი, 68 წლის ქალი, რომელიც მკურნალობას თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა. ვირუსით გარდაიცვალა 83 წლის ფოთელი ქალი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 959 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 026 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 527, „პისიარ“ ტესტით – 14 499.

ქვეყანაში სულ აცრილია – 161 947 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 317.

კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 516 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 619 პირი.