ფოთში ორთქლმავლი აღდგა

  • ფოთში, რკინიგზის მიმდებარედ, ისტორიული ორთქლმავლი აღდგა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რესტავრაცია ჩაუტარდა ორთქლმავალს. მოეწყო ორთქლმავლისათვის პიედესტალი, მოპირკეთდა გრანიტის ფილებით. მოედანზე მოეწყო განათების ბოძები.

უწყების ცნობით, საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა ფოთიდან დაიწყო 1871 წელს და სწორედ ამ ისტორიული ფაქტის სიმბოლოა განახლებული ორთქლმავლი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ბემა“ ასრულებდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 69 590 ლარი შეადგინა.