ფოთში საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მერვე მუნიციპალიტეტია, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ფოთში ქალაქის ცენტრალურ ნაძვის ხესთან მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. 17:20 საათიდან გალა კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ანსამბლი „გორდელა“ და ჯგუფი „ბანდეროლი” მიიღებენ.