ფოთში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

  • ფოთში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. საქველმოქმედო აქციაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ – ების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფოთის მუნიციპალიტეტის საქველმოქმედო აქციის მიზანია უანგარო დონაციის პოპულარიზაცია და უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობა საჭიროების მქონე ყველა პაციენტისთვის.

აქცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.