ფოთში სპეციალური პედაგოგებისა და ასისტენტებისთვის საგანმანათლრებლო შეხვედრა გაიმართა

  • ფოთის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით სპეციალური პედაგოგებისა და ასისტენტებისთვის საგანმანათლრებლო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა დრამ-თერაპიის თანამედროვე მეთოდს ეფუძნებოდა და მიზნად ისახავდა შშმ პირებთან ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ემპათიური ურთიერთობის პრაქტიკული უნარების განვითარებას.

მონაწილეები გაეცნენ დრამა-თერაპიის ძირითად პრინციპებს, ადაპტირებულ სამსახიობო სავარჯიშოებს, როლურ თამაშებსა და შემოქმედებით აქტივობებს,

არავერბალური კომუნიკაციის ეფექტურ მეთოდებს.

დრამ-თერაპია წარმოადგენს ფსიქოთერაპიის ფორმას, რომელიც ადამიანებს ეხმარება ემოციების, გამოცდილებებისა და შინაგანი მდგომარეობის გამოხატვაში თეატრალური და შემოქმედებითი მეთოდების გამოყენებით.

პროგრამა შექმნილი და დანერგილი პრაქტიკაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ბავშვებთან უშუალო მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით ივანე(ბაჩო) გაბრუაშვილის მიერ.

ფოთის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ინკლუზიური განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს