ფოთში წუხელ სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლება მიმდინარეობდა

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლება და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება. გრძელდება სამუშაოები ელ. ენერგიის აღსადგენად.

“ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში დარეკეთ ფოთის მერიის ცხელ ხაზზე:

0(493) 22 12 95 ( სამუშაო საათები: 09:00სთ- 18:00სთ)

ან დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს:

ცენტრის უბანი -579 75 20 17;

მალთაყვის უბანი- 555 57 14 38;

კუნძულის უბანი – 551 41 11 02;

ნაბადის უბანი- 599 25 41 21.

ფოთის მერია მოგიწოდებთ, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოთ ღია სივრცეში გადაადგილებისგან.

მადლობა ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომელს, ვინც შეუჩერებლად აგრძელებს მუშაობას”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.