ფოთში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების და აზიური ფაროსანას გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს

  • ე.წ.თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება ქალაქის ქუჩები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, კერძო სახლების ეზოები, ფოთის ცენტრალური პარკის ტერიტორია, წყალსატევები.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მწერების გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაოები, უსაფრთხოების წესების დაცვით, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება.

ქიმიური დეზინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ეკოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდით – ,,სოლფაკით” მიმდინარეობს.