ფოთში ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის პრაქტიკული მიდგომები ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

საჯარო სექტორში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებაა, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციულ სტრუქტურებში, მათ შორის მუნიციპალიტეტის დონეზე სრულდება.