ფოთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

  • ფოთში ძლიერი ქარის შედაგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო მონიტორინგს ახორციელებენ. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.

ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლოს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.