- ფოთის ცენტრალურ მოედანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ოქროს მედალოსანი მოსწავლეებისა და კოლეჯ “ფაზისის” წარჩინებული სტუდენტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
2024-2025 სასწავლო წლის 41 საუკეთესო კურსდამთავრებულს ფოთის მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ.
წარჩინებული კურსდამთავრებულები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტყებუჩავამ დააჯილდოვეს და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს.
ინფორმაციას ფოთის მერია ავრცლებს

