ფოთში 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს

  • ფოთში, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

რუსულ აგრესიას 12 ფოთელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

ომში დაღუპული ფოთის პორტის თანამშრომელთა სახელების უკვდავსაყოფად, ,,ეი პი ემ ტერმინალს ფოთის” ტერიტორიაზე მემორიალი გაიხსნა.